გაიგეთ მეტი საპენსიო სააგენტოს სერვისების შესახებ
|
ანა კეკელიძე - დირექტორის მოადგილე

მონაწილეთა მომსახურების განყოფილება, საპენსიო სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც პასუხისმგებელია, დაინტერესებულ პირებს მომსახურება გაუწიოს, როგორც მონაწილეთა მომსახურების სივრცის მეშვეობით, ისე დისტანციურად, მათ შორის, ცხელი ხაზის საშუალებით.

 

გუნდის თითოეულ წევრს სრულად გვაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, თუ რა მიზანს და ღირებულებებს ვემსახურებით. სწორედ ამიტომ, მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში, მიმდინარეობს მომართვიანობის საკითხების იდენტიფიცირება, დამუშავება და ანალიზი. ეს ხელს უწყობს, მომსახურების ნაწილში, როგორც ინსტრუმენტალურ, ისე საკვალიფიკაციო დონეზე არსებული, შესაძლო გამოწვევების მუდმივ იდენტიფიცირებას, ასევე, საქმიანობის სრულყოფაზე და განვითარებაზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის განსაზღვრას, რომელიც შესაბამისობაშია სააგენტოს სტრატეგიულ მიმართულებებთან. 


უმნიშვნელოვანესია, ხელმისაწვდომობის კომპონენტის ამაღლება, რათა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ თითოეულ პირს ჰქონდეს მარტივი და შეუფერხებელი წვდომა, მათთვის საინტერესო მომსახურებაზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია მომსახურების დისტანციურად მიღების შესაძლებლობა, რომელიც თავისი არსით, კიდევ უფრო მეტი მომსახურების დაფარვას მოიაზრებს. ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მომსახურების პროცესის გამარტივებაზე, რათა მათ ჰქონდეთ სრულფასოვანი წვდომა სააგენტოს მიერ შეთავაზებულ ყველა სერვისზე.

ასევე იხილეთ: