საპენსიო სააგენტოს ფუნქციები, მიზნები და ამოცანები
|
მაგდა კოტრიკაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

საპენსიო სააგენტოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ის ერთის მხრივ აძლიერებს და მხარს უჭერს ბიზნესს, ხოლო მეორეს მხრივ სქემაში გაწევრიანებულ უკვე მილიონზე მეტ ადამიანს საშუალებას აძლევს ინვესტიცია განახორციელონ საკუთარ მომავალში. საპენსიო სააგენტო, კანონის შესაბამისად, პირველი 5 წლის განმავლობაში, დანაზოგებს აბანდებს დაბალრისკიან პორტფელში, ხოლო 2023 წლიდან სქემის მონაწილეებს თვითონ შეეძლებათ აირჩიონ დაბალ, საშუალო თუ მაღალ რისკიან პორტფელში განათავსონ მათი დანაზოგები. სააგენტოს სამი ძირითადი ფუნქცია აქვს, დანაზოგების შეგროვება სახელმწიფო და კერძო დამსაქმებლიდან, ეფექტურად და სქემის მონაწილეების მაქსიმალური ინტერესების დაცვით ინვესტირება და დაგროვებითი პენსიის დანიშვნა. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს ჩვენი დანაზოგების ინვესტირება, საპენსიო სააგენტოში არსებობს საინვესტიციო სამსახური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული საბჭო დაკომპლექტებულია ისეთი სპეციალისტებისგან. ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, თუ სად უნდა მოხდეს ჩვენი დანაზოგების ინვესტირება. რისკების მინიმიზაციისთვის, საპენსიო სააგენტოში არსებობს რისკების მართვის სამი ხაზი, რომელიც კანონმდებლობასთან შესაბამისად აკონტროლებს საოპერაციო და საინვესტიციო რისკებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ დაგროვებითი პენსიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დანიშნულ პენსიას, არამედ ის არის ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის პროპორციული დანაზოგი.

ასევე იხილეთ: