საპენსიო სააგენტოს საჯარო ლექცია SEU-ს სტუდენტებთან
|
მაგდა კოტრიკაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - SEU -ს ერთობლივი ინიციატივით სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა. შეხვედრის თემა, „საპენსიო სქემა და ინვესტიციები“ იყო. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ ისაუბრა საპენსიო სქემის მნიშვნელობასა და ადმინისტრირების შესახებ. მან სტუდენტებს საპენსიო სქემის შედეგები გაუზიარა, მიაწოდა ინფორმაცია მონაწილეების უფლებების შესახებ და საპენსიო სააგენტოს განახლებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო.


შეხვედრაზე, საინვესტიციო პროცესებზე ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ. მან მიმოიხილა სამომვალო გეგმები, დაბალ, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელების შესახებ დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა და პოზიციების დაკავების სტრატეგიები გააცნო. შეხვედრის მეორე ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, საპენსიო სააგენტოს წამომადგენლებმა ყველა კითხვას დეტალურად უპასუხეს.

ასევე იხილეთ: