დაზოგე შენი მომავლისთვის
საინფორმაციო|22.10.2026
მაგდა კოტრიკაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
ყოველი დღე ერთი მიზნით იწყება... შევქმნათ უფრო დაცული და მშვიდი ხვალინდელი დღე „მუშაობს თუ არა შენი ფული შენი მომავლისთვის?“
ვრცლად
საქართველოს საპენსიო ფონდს ტაჯიკეთის დელეგაცია საპენსიო რეფორმის გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვია
საინფორმაციო|19.10.2026
მაგდა კოტრიკაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს საპენსიო ფონდმა, მსოფლიო ბანკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ტაჯიკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სასწავლო ვიზიტი საპენსიო სისტემის გაციფრულების, საპენსიო რეფორმისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას მიეძღვნა.
ვრცლად
საპენსიო სააგენტომ, რისკების კონტროლის მიმართულებით, წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი
საინფორმაციო|05.10.2023
შალვა შალამბერიძე - უფროსი ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი
სერტიფიკატი ადასტურებს, რომ საპენსიო სააგენტოში, რისკების კონტროლი, რაც მათ შორის მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვას მის ხელთ, მონაწილეთა შესახებ, არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები საყოველთაოდ აღიარებული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს.
ვრცლად
საპენსიო სააგენტოს სერვისების დიჯიტალიზაცია გრძელდება
საინფორმაციო|24.03.2023
ვაჟა ჯაფოშვილი - დირექტორის მოადგილე
საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისათვის შექმნილია სამუშაო სივრცე, რომლის მეშვეობითაც, დასაქმებული ეცნობა საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების, მათ შორის, ასეთ საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნამეტი შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხარჯის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შემოსავლის ან/და ამონაგების შესახებ ინფორმაციას.
ვრცლად
შენი საპენსიო დანაზოგი
საინფორმაციო|29.09.2022
ელენე ოქრომჭედლიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული თითოეული მოქალაქე ყოველთვიურად შემოსავლის 6%-ს აგროვებს. აქედან 2% უშუალოდ მონაწილის ხელფასიდან ირიცხება, 2-2%-ს კი თავის მხრივ დამსაქმებელი და სახელმწიფო ამატებს. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მონაწილის საკუთრებას, რომელიც დაცულია კანონით და მას არ ეხება ყადაღა, აღსრულება და ინკასო.
ვრცლად
საპენსიო სქემის მონაწილის რეგისტრაცია საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე
საინფორმაციო|21.09.2022
მანანა კახიანი - საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი
ეს თქვენი ანგარიშია, თვალყური ადევნეთ თქვენს საპენსიო აქტივებს, ისევე როგორც თქვენს საბანკო ანგარიშის შემთხვევაში აკეთებთ ამას. მაგრამ თუკი ჯერ კიდევ არ გაგივლიათ რეგისტრაცია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში და შესაბამისად, არ გაქვთ წვდომა საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვისაა.
ვრცლად
საბალანსო თანხის დაბრუნების მოთხოვნის შექმნა
საინფორმაციო|30.08.2022
მანანა კახიანი - საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი
ვიდეო განკუთვნილია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულისათვის, რომელთაც სურთ საბალანსო თანხის საკუთარ საბანკო ანგარიშზე დაბრუნება. ამისათვის, შედიხართ თქვენს სამუშაო სივრცეში
ვრცლად
მოთხოვნის შექმნა შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის მონაწილის სტატუსის გაუქმებაზე
საინფორმაციო|24.08.2022
ვაჟა ჯაფოშვილი - დირექტორის მოადგილე
გაეცანით, ვიდეო ინსტრუქციას სადაც გაიგებთ, თუ როგორ უნდა შექმნათ მოთხოვნა შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის მონაწილის სტატუსის გაუქმებაზე.
ვრცლად
რატომ უნდა დარეგისტრირდეთ პირად საპენსიო გვერდზე?
საინფორმაციო|10.08.2022
მანანა კახიანი - საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი
საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისათვის შექმნილია სამუშაო სივრცე, რომლის მეშვეობითაც, დასაქმებულს აქვს წვდომა საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, სადაც სრულად გამჭვირვალედ და დეტალურად ჩანს კუთვნილი აქტივები, საპენსიო შენატანები, დარიცხული სარგებელი და პორტფელის განაწილება.
ვრცლად
დამსაქმებლის მიერ მაკორექტირებელი დეკლარაციის შექმნა
საინფორმაციო|04.08.2022
მაგდა კოტრიკაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
ამ ინსტრუქციაში, გაგაცნობთ დამსაქმებლის მიერ მაკორექტირებელი დეკლარაციის შექმნის პროცედურას. იმ შემთხვევაში თუ გაწევრიანებული დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის სახელით და სასარგებლოდ საპენსიო შენატანი გადაიხადეთ ზედმეტობით,
ვრცლად