თუ თქვენ ხართ დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე და შეხვედით თქვენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ესე იგი:
1. უკვე გაქვთ დეტალური ინფორმაცია თქვენი დამსაქმებელი ან დამსაქმებლები რამდენად ზუსტად და დროულად ახორციელებენ თქვენი სახელითა და თქვენს სასარგებლოდ საპენსიო შენატანებს (2%+2%), რომ თქვენს დანაზოგს ემატება სახელმწიფოს შენატანი და რა ცვლილებებს განიცდის თქვენი საპენსიო აქტივები;
2. შესაძლებლობა გაქვთ თქვენთვის სასურველ ფორმატში ჩამოტვირთოთ საკუთარი საპენსო შენატანების დეტალური ამონაწერი, ცნობები: დაგროვებითი საპენსიო სქემაში მონაწილეობის და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების შესახებ.
ეს თქვენი ანგარიშია, თვალყური ადევნეთ თქვენს საპენსიო აქტივებს, ისევე როგორც თქვენს საბანკო ანგარიშის შემთხვევაში აკეთებთ ამას.
მაგრამ თუკი ჯერ კიდევ არ გაგივლიათ რეგისტრაცია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში და შესაბამისად, არ გაქვთ წვდომა საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვისაა.