გაეცანით, ვიდეო ინსტრუქციას სადაც გაიგებთ, თუ როგორ უნდა შექმნათ მოთხოვნა შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის მონაწილის სტატუსის გაუქმებაზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეცდომით გააწევრიანეთ დასაქმებული, ვინც კანონის საფუძველზე უფლებამოსილი იყო ნებაყოფლობით გაწევრიანებულიყო დაგროვებით საპენსიო სქემაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ დასაქმებული პირის დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის სტატუსის გაუქმება და მისთვის ზედმეტად გადახდილი საპენსიო შენატანების უკან დაბრუნება.
ამ პროცედურის გასავლელად უნდა შეხვიდეთ, თქვენს სამუშაო სივრცეში და აირჩიოთ ჩანართი ,,დასაქმებულებზე დეტალურად“ და „შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის სტატუსის გაუქმების მოთხოვნებში“ ახალი მოთხოვნის შექმნა დაიწყოთ. ამ და სხვა დეტალურ თანამდევი პროცესის ყველა ეტაპს თანმიმდევრულად და ვრცლად ინსტრუქციის ვიდეოში ნახავთ.