ეს სოციალური საწარმოები ქმნიან ხელნაკეთ ხის თოჯინებს ბიოლოგიურად სუფთა საღებავებით და ხის ბუნებრივი ნაფოტებით. სოციალურ საწარმო "დადარში" შეზღუდული შესაძლებლობის პირები და იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებულნი, ისინი გულდასმით მუშაობენ თითოეულ სათამაშოზე.
"კოდალაში" განსაკუთრებული შესაძლებლობის ადამიანები პატარებს ნაკეთობების შესწავლაში ეხმარებიან, აქ მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ ხეზე კვეთის და სათამაშოს შექმნის ხელოვნებას ეზიარონ. ქართული სოციალური საწარმოების ნაწარმი იყიდება როგორც ევროპის, ასევე ამერიკის ბაზარზე და მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
სოციალური საწარმოების "კოდალას" და "დადარის" თანამშრომლები ჩვენი ბენეფიციარები არიან, მათ აქვთ იმედი რომ საპენსიო ფონდი მათი გარანტირებული საპენსიო დანაზოგისთვის მუშაობს. ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, კი საწარმოში დასაქმებული თანამშრომლობისთვის ღირსეულ პენსიის შექმნის მიზნით მათ გადასახდელ 2%-ს ორგანიზაცია იხდის.