გაიცანით საპენსიო სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის გუნდი
|
ვაჟა ჯაფოშვილი - დირექტორის მოადგილე

საოპერაციო დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობა საპენსიო შენატანების ადმინისტრირება, მასთან დაკავშირებული პროცესების და ინდივიდუალური ანგარიშების მართვაა.


საპენსიო ფონდის ყოველდღიური ცვლილებების საფუძველზე საოპერაციო დეპარტამენტი ახდენს კომერციულ ბანკებში და სააგენტოს სახაზინო ანგარიშებზე შესაბამისი ტრანზაქციების განხორციელებას. 


განცხადებებისა და მოთხოვნების საფუძველზე, დეპარტამენტში მიმდინარეობს პენსიის დანიშვნა/გაცემისა და გადაანგარიშების პროცედურები, ასევე დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულებისათვის და დამსაქმებლების ან/და თვითდასაქმებულების მიერ ზედმეტად ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნების პროცესი.


საოპერაციო დეპარტამენტი უზრუნველყოფს დამსაქმებლების, დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი მონაცემების დამუშავებას, მონაწილეთა რიცხოვნობის და/ან მათზე რიცხული თანხების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებას, პროცესების გამჭვირვალობას და ღიაობას.


დამსაქმებლების, დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის საქმიანობის გამარტივების მიზნით, სისტემატიურად ხდება პროცესების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია.

ასევე იხილეთ: