შეხვედრა BTU - ში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პროცესებზე სასაუბროდ
|
მაგდა კოტრიკაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

საპენსიო სააგენტოს და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე საინვესტიციო პროცესებზე სასაუბროდ BTU-ს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.


საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საპენსიო სააგენტოს სქემა, დეტალურად ისაუბრეს საინვესტიციო მანდატზე, მიმდინარე ინვესტიციებზე, საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზე და საქართველოში არსებულ რესურსებზე. ყურადღება გამახვილდა არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე, სქემის მოსარგებლეებზე, დამზოგველების შემდგომ პერსპექტივასა და მსოფლიო პრაქტიკაზე.


შეხვედრა, ტრადიციულად არაფორმალურ რეჟიმში წარიმართა, დასმულ შეკითხვებს მიწვეული სტუმრები პასუხობდნენ. მსგავს შეხვედრებს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში საპენსიო სააგენტო მომავალშიც გეგმავს.

ასევე იხილეთ: