საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2020 წლის ანგარიში საქართველოს პარლამენტში
|
თინათინ ავალიანი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ საქართველოს პარლამენტს 2020 წლის საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.


მან დამსწრეებს გააცნო, საპენსიო სააგენტოში განხორციელებული წარმატებული პროექტები, მიმდინარე სტატისტიკა, საინვესტიციო პროცესები და სამომავლო გეგმები.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის თქმით, 2020 წელს სააგენტოს ნომინალურ მფლობელობის მიმდინარე ანგარიშები საქართველოს 10 კომერციულ ბანკში და საქართველოს ეროვნულ ბანკში ჰქონდა გახსნილი. საანგარიშო პერიოდში არსებულ თანხებზე საპროცენტო განაკვეთმა 8.25%-10.5%-მდე შეადგინა.


დარიხცული სარგებლის ჯამურმა მაჩვენებელმა, კი 88 მლნ ლარს მიაღწია. საპენსიო სააგენტომ 2020 წლის დასაწყისში 575 მლნ ლარის ინვესტიცია მაღალრეიტინგული ადგილობრივი ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერთიფიკატებში განახორციელა, ხოლო 15 მლნ ლარის საპენსიო აქტივები ეროვნულ ვალუტაში განათავსა საბანკო ვადიან დეპოზიტებზე. აღნიშნულ პერიოდში, ინვესტიციის ვადიანობა განისაზღვრა ორნახევარი წლით. საშუალო წლიური სარგებელი 12.9% იყო, ხოლო ნომინალური სარგებელი 14.8% შეადგენდა.

ასევე იხილეთ: