დაზოგე შენი მომავლისთვის
|
მაგდა კოტრიკაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

ყოველი დღე ერთი მიზნით იწყება... შევქმნათ უფრო დაცული და მშვიდი ხვალინდელი დღე

„მუშაობს თუ არა შენი ფული შენი მომავლისთვის?“

შენი 2 პროცენტი, დამსაქმებლის 2 პროცენტი და სახელმწიფოს თანამონაწილეობა ერთ საპენსიო დანაზოგად გარდაიქმნება, რომელსაც შემდეგ ყოველღიურად ერიცხება სარგებელი. დროთა განმავლობაში დანაზოგი იზრდება და შენი ფინანსური საყრდენი ხდება. ანგარიშის შემოწმება პირად გვერდზე ნებისმიერ დროს შეგიძლია.

საპენსიო დანაზოგით ქალები 60, ხოლო მამაკაცები 65 წლიდან სარგებლობენ. საპენსიო ასაკის მიღწევამდე თანხის მიღება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში: თუ პირი სამუდამოდ ტოვებს ქვეყანას ან მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. დანაზოგი დაცულია, მემკვიდრეობით გადადის და შენს მომავალზე ზრუნვას აგრძელებს

დაზოგე შენი მომავლისთვის! საქართველოს საპენსიო ფონდი​‌.

ასევე იხილეთ: