პირად გვერდზე შეგიძლია დეტალურად ნახო შენი საპენსიო დანაზოგი, ასევე გაიგო, რომელმა დამსაქმებელმა რა ოდენობის თანხა ჩარიცხა შენს სახელზე თვეებისა და წლებისმიხედვით. დაგროვილი თანხის ჯამური მოცულობა ასევე ხელმისაწვდომია შენი ბანკის მობილურ აპლიკაციაში.
თუმცა, პირადი გვერდი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევს. თუ ფლობ ელექტრონულ ხელმოწერას და შესაბამის მოწყობილობას, შეგიძლია დისტანციურად გაიაქტიურო პირადი გვერდი, აირჩიო შენთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი. მიიღო ცნობა და გამოაგზავნო მოთხოვნა პენსიის დანიშვნის შესახებ.
შენი პირადი გვერდის გააქტიურება მარტივია. თუ პირველადი პაროლი არ გაქვს, ეწვიე საპენსიო ფონდს მისამართზე ანა პოლიტკოვსკაიას N14 ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს ქვეყნის მასშტაბით. ერთჯერადი ვიზიტით, სულ რამდენიმე წუთში შენთვის ხელმისაწვდომიიქნება ყველა საპენსიო სერვისი.
