შენი საპენსიო დანაზოგი
|
ელენე ოქრომჭედლიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული თითოეული მოქალაქე ყოველთვიურად შემოსავლის 6%-ს აგროვებს. აქედან 2% უშუალოდ მონაწილის ხელფასიდან ირიცხება, 2-2%-ს კი თავის მხრივ დამსაქმებელი და სახელმწიფო ამატებს. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მონაწილის საკუთრებას, რომელიც დაცულია კანონით და მას არ ეხება ყადაღა, აღსრულება და ინკასო.


მონაწილის დანაზოგი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მიერ ყოველდღიურად ინვესტირდება სხვადასხვა ტიპის ფასიან ქაღალდებში. ინვესტირებისგან მიღებული სარგებელი კი კვლავ მონაწილეს უბრუნდება მის პირად საპენსიო ანგარიშზე.


მას შემდეგ, რაც მონაწილე საპენსიო ასაკს მიაღწევს, მას შეუძლია საკუთარი დანაზოგით სარგებლობა. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში კი მისი დანაზოგი მის მემკვიდრეს გადაეცემა. ამრიგად, საპენსიო სქემაში ჩართულობა მონაწილეებისთვის საპენსიო ასაკში მეტი პენსიის მიღების საშუალებაა.

ასევე იხილეთ: