ჩვენი მთავარი საინვესტიციო მიზანი
|
გიორგი მელიქიძე - უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო მიზანია, ფინანსურად უსაფრთხო და დივერსიფიცირებული ინვესტიციების მეშვეობით, ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე მაღალი ამონაგების უზრუნველყოფა.


ამ მიზნით, საპენსიო სააგენტო საპენსიო სქემის მონაწილეების დანაზოგების ინვესტირებას სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტებში ყოველდღიურად ახორციელებს.


საინვესტიციო ინსტრუმენტები ივაჭრება ადგილობრივ, ან გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე და მათი ფასი ყოველდღე იზრდება ან მცირდება. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად იცვლება საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული ინვესტიციების ღირებულებაც.


სწორედ ამიტომაა, საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო მიზანი, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მინიმუმ, ინფლაციაზე მაღალი ამონაგების მიღება.

ასევე იხილეთ: