რას საქმიანობს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური?
|
გიორგი მელიქიძე - უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მანდატს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს. საინვესტიციო სამსახური საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნით შეიქმნა, მას ხელმძღვანელობს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.


საინვესტიციო საქმიანობას საინვესტიციო საბჭო ზედამხედველობს, ხოლო საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს.

ასევე იხილეთ: