მონაწილეთა დანაზოგები, კანონმდებლობა და საპენსიო აქტივები
|
გიორგი ჭიჭინაძე - დირექტორის მოადგილე

დაგროვებითი საპენსიო სისტემა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს ფინანსურ რეფორმას წარმოადგენს. რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ხორციელდება. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების საპენსიო აქტივების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, როგორც დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ასევე, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები. 

საპენსიო აქტივები მონაწილეთა საკუთრებას წარმოადგენს და მათი განკარგვის უფლება წარმოიშობა საპენსიო ასაკში, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 

მონაწილეთა საპენსიო აქტივები კანონმდებლობით დაცულია. 

დაუშვებელია, მათი დაგირავება, უფლებრივად დატვირთვა, ან მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება. საპენსიო სააგენტოს საქმიანობას წარმატებას კვლევებსა და ანალიტიკაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ. 2021 წლის ზაფხულში, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ OECD- იმ გამოაქვეყნა დოკუმენტი სათაურით „მიუხედავად პანდემიური შოკისა, 2020 წელს საპენსიო აქტივები გაიზარდა“. ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს დაგროვებითი სისტემის საპენსიო აქტივების ზრდის ტენდენციები, რომელიც ნათლად აჩვენებს სისტემის მდგრადობას და ზოგადად დაგროვებითი სისტემების მოწყვლადობას საგარეო შოკებისადმი.

ასევე იხილეთ: